„თავისუფალი საქართველო“ - საქართველოს მიწების 10% უცხოელებზეა გასხვისებული

საქართველოს მიწების 10% უცხოელებზეა გასხვისებული, -ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

23 აპრილს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს ოთარ დანელიას იმის შესახებ ჰკითხეს, რა რაოდენობის მიწაა გასხვისებული უცხოეთის მოქალაქეებსა და კომპანიებზე.

ოთარ დანელიამ პარტიის წარმომადგენლებს უპასუხა, რომ უცხოელ მოქალაქეებზე 45 000 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გასხვისებული, ხოლო უცხოურ კომპანიებზე გასხვისებული მიწის რაოდენობა ცალკე აღრიცხული არ არის.

„თავისუფალმა საქართველომ“ ექსპერტებთან გადაამოწმა ოფიციალური მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს სახნავ-სათესი მიწის რესურსი (ოკუპირებული ტერიტორიების, საძოვრების და ტყეების გარდა) შეადგენს 750 000 ჰექტარს, საიდანაც 45 000 ჰექტარი უკვე შეიძინეს უცხოელმა მოქალაქეებმა. თუ ვივარაუდებთ, რომ მინიმუმ 30 000 ჰექტარი გასხვისებულია უცხოურ კომპანიებზე (როგორც წესი კომპანიები უფრო მსხვილ ნაკვეთებს ყიდულობენ, ვიდრე ფიზიკური პირები), გამოდის, რომ სახნავ-სათესი მიწის არანაკლებ 10% გასხვისებულია უცხოელებზე,“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ თანდართული ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა