ზესტაფონში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ზესტაფონში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ზესტაფონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა. ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.