თორნიკე რიჟვაძე - მნიშვნელოვანია,  რომ დღევანდელი საზეიმო განწყობა და ბედნიერება თითოეული ბათუმელის ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ

28 აპრილს, 1888 წელს ბათუმისთვის სტატუსის მინიჭების დღესთან დაკავშირებით, ,,ბათუმობა 2019“ აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ოჯახთან ერთად, ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

თორნიკე რიჟვაძემ ქალაქელებს და ქალაქის სტუმრებს ბათუმობა კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა სასიხარულო და მისასალმებელია.

,,მინდა სახალხო დღესასწაული მივულოცო თითოეულ ბათუმელს. ორმაგად სიმბოლური დღეა დღეს. ბათუმობის დღესასწაული დაემთხვა აღდგომის დღესასწაულს. ძალიან ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავ დღეს და მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ეს საზეიმო განწყობა და ბედნიერება მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებებიც. სიმბოლურია, რომ ხელი მოეწერა 60 მილიონიან პროექტს, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე წყლის სისტემების რეაბილიტაციასა და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს .

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმს დამეგობრებული ქალაქების კუთხე დაათვალიერა. მონაწილეობა მიიღო საპატიო ბათუმელების ტრადიციულ დაჯილდოების ცერემონიაში. საპატიო ბათუმელის ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დამსახურებული ბათუმელები გახდნენ.დღესასწაულის ფარგლებში ძველი ბათუმის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო საბავშვო კუთხე, წიგნების კუთხე. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, ფრანების შოუ, თითების თეატრი. საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე მიუზიკლი Welcome To Georgia დაიდგა. მიუზიკლი საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ მოუთხრობს.

,,ბათუმობა 2019“ გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა