თორნიკე რიჟვაძე  -  ბათუმი ძალიან სწორად, დინამიურად ვითარდება და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

"ბათუმობის“ ოფიციალური ცერემონია დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შეკრებილ სტუმრებსა და ბათუმელებს ,,ბათუმობის“ დღესასწაული მიულოცა და ქალაქის განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა.

,,ბათუმს და ბათუმობას ძალიან დიდი ისტორია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჯან ფრანსისკო ლუპატელის, რომლის დიდი ძალისხმევით ჩვენმა ქალაქმა წელს სამართლიანად მიიღო ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსი. ვთვლი, რომ ბათუმი ძალიან სწორად, დინამიურად ვითარდება და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. წელს მოვიპოვეთ არაერთი აღიარება, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. დღევანდელი დღე კიდევ უფრო სიმბოლურია, ვინაიდან დღეს დასრულდება “World Travel Awards”-ის გამოკითხვა, სადაც ბათუმი წარდგენილია როგორც ევროპის წამყვანი ტურისტული დანიშნულება‘’- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო