შიდა ქართლის გუბერნატორმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

შიდა ქართლის გუბერნატორმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი სოფელ შინდისში ჩავიდა და თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურთან, როლანდ ძნელაძესთან ერთად, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 17 გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.

მემორიალის ტერიტორიაზე მოქმედი ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგიმ ქვეყნისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. სოფლის განაპირას, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, რუსულ სამხედრო დანაყოფთან უთანასწორო შეტაკების დროს, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.