გორში მომხდარი 3 ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში დღეს მომხდარი 3 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა.

კერძოდ, მსხვერპლით დასრულდა ავარია სოფელ შინდისთან. გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, ავტომობილში მყოფი მგზავრი კი, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

რამდენიმე ადამიანი დაშავდა სოფელ ტყვიავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 3 მათგანი "გორმედში", 3 კი, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. ერთ ერთ-ერთ დაშავებულს, 21 წლის გოგონას ამ წუთებში "გორმედში" სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტი კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს.

სოფელ ხელთუბანთან კი, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველო აწარმოებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს