ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2019

რისთვის ემზადება კრემლი აფხაზეთში

რა მიზნით მოდიოდნენ რუსი ბაიკერები საქართველოში

***

რისთვის ემზადება კრემლი აფხაზეთში

"ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მორიგი წვრთნებით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათ ერთიანი სახელწიფო შექმნეს და ამ წვრთნებს ერთიანად ატარებენ. გვიჩვებენ, თუ როგორი იმედი აქვთ აფხაზებს რუსი ჯარისკაცების, რომ იქ წარმმართველი ძალა რუსის ჩექმაა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას აფახაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნების დაწყებას, სადაც 3 000 ჯარისკაცი და 400-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. კიკნაძის განცხადებით, ეს რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა და მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ეს სწავლება შეშფოთების საფუძველს არ იძლევა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისთვის ემზადება კრემლი აფხაზეთში / “სარაკეტო და საავიაციო ძალების გარდა რუსეთს აფხაზეთში ყველა სახეობის შეიარაღება აქვს”

"იქ აფხაზები რუსების გარეშე წვრთნას, რომ ვერ ჩაატარებენ, ეს ყველასთვის გასაგებია. აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსი სამხედროები რუსეთის შეიარაღებული ძალების საკმაოდ სერიოზულ კონტიგენტს წარმოადგენს. წვრთნა ყველა სახეობის ჯარს სჭირდება. „ამასთანავე, რუსები ამ წვრთნებით ცდილობენ დაგვანახონ თუ რა ძლიერები არიან, თუმცა, მათაც მშვენივრად იციან, რომ ჩვენ აფახაზეთის დაბრუნებას ძალისმიერი მეთოდით არ ვაპირებთ," - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მანევრებში რუსი და აფხაზი სამხედროები მონაწილეობენ. წვრთნებში ასევე ჩართულია ფლოტი და ავიაცია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნებში ჩართული სამხედროები ორ ნაწილად არიან გაყოფილი და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კიკნაძე ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საუბრობს; მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთს ყოველნაირი აღჭურვილობა გააჩნია: „ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ინფასტრუქტურა, გარდა თანამედროვე სარაკეტო და საავიაციო ძალებისა, რუსების მხრიდან გარკვეული რაოდენობით ყველანაირია წარმოდგენილი," - დასძინა მან. რამდენად რეალურია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსების მიერ დაწყებული სამხედრო სწავლება, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს დავუკავშიროთ?“, - განაგრძობს გამოცემა.

"კიკნაძის აზრით, კრემლისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი საკმაოდ გამაღიზიანებელია, თუმცა, მისი თქმით, ეს სამხედრო სწავლება პირდაპირ კავშირში არ არის ანაკლიის პორტის მშენებლობასთან. „ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომ კრემლს ძვალივით აქვს გაჩხერილი, შეფასებისას ყველა დონეზე ვხვდებით, მაგრამ ამ წვრთნებს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან არ აქვს არავითარი პირდაპირი კავშირი, რადგან ეს წვრთნები პერმანენტულად თითქმის ყოველ წელს ტარდება ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე," - განაცხადა ლევან კიკნაძემ. ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 23 აპრილს დაწყებული სამხედრო წვრთნები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, - წერს სტატიის ავტორი.

რა მიზნით მოდიოდნენ რუსი ბაიკერები საქართველოში

“რუსეთიდან მომავალი 30-მდე ბაიკერი საქართველოში არ შემოუშვეს. საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაციით, 28 აპრილს რუსეთისა და დე-სე-თეს ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი ბაიკერების კოლონა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოში შეშვებაზე უარი უთხრეს. გამოცემა „ეურასია დეილის" ინფორმაციით, კოლონაში 30-ზე მეტი ბაიკერი იყო, ისინი საბერძნეთში, სალონიკში მიემგზავრებოდნენ, სადაც 1-2 მაისს შეკრებაა დაგეგმილი. თუმცა საქართველოდან უკან გაბრუნებული ბაიკერები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ერთი ნაწილი რუსულ მედიაში ამბობს, რომ საბერძნეთში მიდიოდნენ, მეორე ნაწილის თქმით კი, საქართველოში დასასვენებლად ჩამოდიოდნენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მიზნით მოდიოდნენ რუსი ბაიკერები საქართველოში

"ბაიკერების არ შემოშვებას ადასტურებს შს სამინისტრო. უწყება არ აკონკრეტებს, იყვნენ თუ არა მათ შორის ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ჯგუფის, „ღამის მგლების" ბაიკერებიც. შს სამინისტრო აცხადებს, რომ ბაიკერებმა საქართველოში ვიზიტის მიზნები სათანადოდ ვერ დაასაბუთეს და ამიტომაც გააბრუნეს ისინი უკან. უწყების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „თ" ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ მუხლის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება უთხრან, თუკი იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ. ბაიკერი რუსლან ლევიევი „კურიერთან" საუბრისას ირწმუნება, რომ მას და მის მეგობრებს საქართველოში მხოლოდ დასვენება სურდათ და ე.წ. გეორგიევსკის ბაფთებიან პუტინის ბაიკერებთან კავშირი არ აქვს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პირადად მე არ ვაპირებდი შემოსვლას. ჩემი მეგობარი ბაიკერები გეგმავდნენ საქართველოში მაისის არდადეგებზე დასასვენებლად ჩამოსვლას. მაგრამ 27 აპრილს ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალეს და საზღვრიდან გააბრუნეს. რამდენიმე საათი ჰყავდათ გაჩერებული. უარი ოფიციალურად ეთქვა იმ მიზეზით, რომ თითქოს პირმა ვერ დაადასტურა საკუთარი ვინაობა, ან ვერ დაასახელა ვიზიტის მიზანი ან პირადი მონაცემების შესახებ იცრუა. დოკუმენტში, რომელიც მისცეს ასე წერია. უფრო დეტალურად მიზეზს არ ხსნიან.„რაც შეხება "ღამის მგლებს", ჩემს მეგობრები მათთან საერთოდ არ მეგობრობენ, რადგან მოსკოვის ბაიკერების ასოციაციაში „ღამის მგლების" მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. მათ არც „გეორგიევსკის ლენტები" ჰქონდათ და არც არანაირი სხვა სიმბოლიკა. ამას გარდა, ჩემი მეგობრები, არც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არ არიან ნამყოფები. ბოლო ორი-სამი წლია არ უშვებენ საქართველოში რუს ბაიკერებს," - ამბობს ლევიევი“, - განაგრძობს გამოცემა.

"რუსულ მედიაში კი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ლარსიდან ბაიკერი ამბობს, რომ საქართველოს გავლით საბერძნეთში ჩასვლას ცდილობდნენ. სალონიკის შემდეგ ათენში ვგეგმავდით წასვლას, სასტუმროები ყველას დაჯავშნილი გვაქვს. ახლა ვერანაირად ვეღარ მოვასწრებთ, იმედგაცრუებულები ვართ. იქ ხომ ჩვენი მეგობრები უნდა დაგველოდებოდნენ გერმანიიდან,"- ნათქვამია ერთ-ერთი ბაიკერის ინტერვიუში. ცნობისათვის, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში „გეორგიევსკის ლენტიანი" მოტოციკლები მაისში ჩნდებიან ხოლმე. ძირითადად, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ჯგუფის, ე.წ. ღამის მგლების ბაიკერები ცდილობენ 9 მაისისთვის საქართველოში ჩამოსვლას. არა მარტო საქართველოში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში რუსები სწორედ 9 მაისისთვის დემონსტრაციულად ამ ზოლიანი ლენტებით ჩადიან. რამდენიმე ქვეყანამ ამ ლენტებით საზღვარზე შესვლა აკრძალა. ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა და პოლონეთი გიორგის ბაფთებს მკაცრად ებრძვის. გასულ წელს უკრაინაში მიიღეს კანონი და გეორგიევსკის ლენტის პროპაგანდა-ტარება ჯარიმით ისჯება. უკრაინისაგან განსხვავებით საქართველოში ამ ზოლიან ბაფთებზე რაიმე პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს. თუმცა „გეორგიევსკის ლენტიანი" ბაიკერების გამოჩენა ახალგაზრდების ერთი ნაწილში აღშფოთებას იწვევს, რადგან წმინდა გიორგის ზოლიანი ბაფთები რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევა. 2017 წლის 9 მაისს ე.წ. გიორგის ლენტიანი „ღამის მგლების" ვაკის პარკში გამოჩენას დიდ ხმაურიც მოჰყვა“, - წერს სტატიის ავტორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო