სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გაძლიერების საკითხი დასვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე მიიღო. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაში ევროსაბჭოს როლი. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„აღინიშნა, რომ საქართველო ევროსაბჭოს ინსტიტუტებთან წარმატებულად თანამშრომლობს, მათ შორის ვენეციის კომისიასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დასვა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გაძლიერების საკითხი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა, აღნიშნული ფორმატის მაღალ, პოლიტიკურ დონეზე აყვანა“, -ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა