ნათია კაპანაძის და სულხან სალაძის ბრიფინგზე მცირე ინციდენტი მოხდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის და სულხან სალაძის ბრიფინგი მიმდინარეობდა, მცირე ინციდენტი მოხდა. ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძესა და აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბრიფინგზე სულხან სალაძემ განაცხადა, რომ ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, საინფორმაციო სამსახურის ოპერატორებმა, რომლებიც სახელფასო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, პროტესტი შეწყვიტეს. სულხან სალაძის თქმით, ოპერატორების პროტესტის შეწყვეტამ პროცესების გარე ძალების მიერ მართვისკენ მიუთითა.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორმა ლაშა ჯოყილაძემ განაცხადა, რომ სულხან სალაძის ბრალდებას ვერ მიიღებს. მისი თქმით, ოპერატორების პროტესტის დროს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მათთან არ მისულა და ოპერატორების პროტესტით არ დაინტერესებულა.

ლაშა ჯოყილაძის თქმით, სახელფასო პირობების გაუმჯობესებას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები იანვრიდან ითხოვენ და აღნიშნული პროტესტი ყოფილი დირექტორისთვის ახალი არ იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე ბორდის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა