თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა. ამის მიზეზად კომპანია „გერალის" დირექტორი ჩამოცვენილ ქვის მასას ასახელებს. ლევან წიკლაური განმარტავს, რომ სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მეწყრულმა პროცესებმა გზა ჩახერგა.

„ფშავლიდან თუშეთის მიმართულებით გზის 25-ე კილომეტრზე ჩამოწოლილია დიდი ზომის ქვის მასა, რის გაწმენდასაც ჩვენს ხელთარსებული ტექნიკით, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ. პრობლემის შესახებ უკვე დავუკავშირდით საგზაო დეპარტამენტს. ვერ გეტყვით ზუსტად როდის შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას“, - განაცხადა კომპანია „გერალის“ დირექტორმა ლევან წიკლაურმა.

აღსანიშნავია, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ყოველწლიურად , ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე იკეტება.