ხატია მოისწრაფიშვილი ტრამპის პოსტის გაზიარებაზე - ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც

ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევის მოკვლევა მიმდინარეობს და არ გამოირიცხება კიბერთავდასხმაც.

"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათაშორის, ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ, კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის ტვიტი გააზიარა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს „მძინარას" უწოდებს.

იხილეთ ვიდეო: ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტრამპის პოსტის გაზიარებაზე

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე