სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი, მერი და მერის მოადგილე იაპონიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ

16-22 აპრილს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და მერის მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილი იაპონიას საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნოებს, 17 აპრილს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ღვინის კომპანიების გამოფენას, სადაც საქართველოს პავილიონიც იყო განთავსებული, „ვაინ ენდ გურმეს“ გახსნას დაესწრნენ. შემდეგ შეხვედრა გამოფენის ორგანიზატორთან, კომპანია „კოლენმესე კაპანის“ პრეზიდენტთან ბატონ გენიჩიო მიაზაკისთან და მენეჯმენტის დირექტორთან მატიას კუპერთან გაიმართა. შეხვედრისას იაპონიის მხრიდან გაჩნდა სურვილი, რომ ივლისის თვეში დაიგეგმოს მათი ვიზიტი საქართველოში. ამავე დღეს შედგა შეხვედრა საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან იაპონიაში, არჩილ მაჭავარიანთან და ასევე, ცნობილ სუმოისტ ლევან ცაგურიასთან, რომელსაც ქართული ღვინის პავილიონში წარმოდგენილი ჰქონდა საკთარი ქვევრის ღვინო სახელწოდებთ „ კოკაი“.

მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე საგანგებოდ სიღნაღის დელეგაციის სანახავად მივიდა იოკაჰამას სიმფონიეტას გენერალური მენეჯერი ტოშიკი უსუი, რომელმაც გასულ წელს იაპონიის ელჩის და საელჩოს თაოსნობით სიღნაღში უფასო კონცერტი გამართა.

„18 აპრილს, ვიზიტის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს იამანაშის პრეფექტურის კაცუნომას მეღვინეობის გაერთიანების ოფისში. მათ მოინახულეს ღვინის ქარხანა, სადაც ჰქონდათ საქართველოდან ჩატანილი ქართული ქვევრი. იაპონელი მეღვინეები დიდი ინტერესს გამოხატავენ ქვევრის ღვინის მიმართ და უახლოეს მომავალში აპირებენ ამ ტექნოლოგიის მოსინჯვას აღნიშნულ ქარხანაში. მათ გამოთქვევს სურვილი ეწვიონ საქართველოს, კახეთს და კერძოდ სიღნაღს და ადგილზე ნახონ ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი. ამავე დღეს, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ასევე, იამანაშის პრეფექტურის ქალაქ კოშუს მერთან, აცუში ტანაბესთან, რაც იაპონიის ცნობილი ტელეარხის NHK Japon-ის მიერ გაშუქდა. იამანაშის პრეფექტურა გამოირჩევა ღვინის და ხილის წარმოებით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იაპონიის, კერძოდ, იამანაშის პრეფექტურის მუნიციპალიტეტებსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ურთიერთობების განვითარების შემდგომი პერსპექტივები, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების დამეგობრებას, მევენახეობის, ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, კულტურული და ტურისტული პროექტების განხორციელებას, რომელიც ორივე მხარის მეგობრობას და ურთიერთობას გააღრმავებს. საინტერესო გამოდგა შეხვედრა იამანაშის პრეფექტურის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორთან მიჩიჰირო ნაკატასთან, სადაც საუბარი შეეხო კახეთთან ტურიზმის კუთხით შემდგომ თანამშრომლობას.

19 აპრილს დელეგაციამ მოინახულა ქალაქ ტოკიოში გახსნილი გამოფენა - „საქართველო ღვინის სამშობლოა“.

20 აპრილს, ქართულმა დელეგაციამ იაპონიის ღირსშესანიშნაობები მოინახულა.

21 აპრილს შეხვედრები შედგა საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია იაპონიის ვიზიტის ორგანიზებისა და გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიისა და საქართველოს საელჩოებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ ვიზიტის დაგეგმვაში“, - ნათქვამია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს