ქუთაისის ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონე 1000 ლარით დააჯარიმეს

ქუთაისის ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონე 1000 ლარით დააჯარიმეს. როგორც კაფეს მენეჯერმა ნიკოლოზ ტურაბელიძემ განაცხადა, მიზეზი საპროტესტო პლაკატები გახდა. მისი თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მათთან დღეს მივიდნენ და საჯარიმო ოქმი გამოწერეს.

"გვითხრეს, რომ ნებართვა გვჭირდებოდა, რადგან საპროტესტო და არა სარეკლამო პლაკატი იყო, გამოწერეს ოქმი, მაგრამ არ ჩავიბარეთ და ალბათ, ფოსტით მოვა. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და პლაკატები ჩამოვხსნათ, ასე დარჩება, ვიდრე საკითხი არ გაირკვევა", -განაცხადა ნიკოლოზ ტურაბელიძემ.

იგი მიიჩნევს, რომ მიზეზი პლაკატზე გამოსახული მაღალჩინოსნებია.

პლაკატი წარწერით -“გვართმევენ“ კაფეს კედელზე 25 აპრილს განთავსდა, მასზე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მისი მოადგილე და სამსახურის უფროსები არიან გამოსახული.

კაფეს მფლობელებმა ბულვარში აქციაც გამართეს. მათი თქმით, მერია მათ საკუთრებას ართმევს და სანაცვლოდ შენობის იჯარით აღებას სთავაზობს.

პროტესტის გამო კაფე რამდენიმე დღით დაკეტილი იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა