ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ბულვარში არსებული კაფე „სავანეს“ მეპატრონეების დაჯარიმების შესახებ განმარტებას აკეთებს

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ბულვარში არსებული კაფე „სავანეს“ მეპატრონეების დაჯარიმების შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნუგზარ ხუციბერიძემ განუცხადა, სამართლებრივი აქტი შედგა ორი დარღვევის გამო, რაზედაც მეწარმე დაჯარიმდა. მერიამ კაფეს მეპატრონეები საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის გამო 2000 ლარით, ხოლო შენობის ფასადის იერსახის დამახინჯებისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.
ნუგზარ ხუციბერიძის განცხადებით, მათ დაჯარიმების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იხელმძღვანელეს.

























