თორნიკე რიჟვაძე ელექტრომობილების მეპატრონეებთან შეხვედრას გეგმავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს ელექტრომობილების მეპატრონეებთან შეხვედრას გეგმავს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელექტრომობილების მეპატრონეებს ალტერნატიულ ტერიტორიას ამფითეატრიდან ახალი ბულვარის მიმართულებით სთავაზობს. მისივე თქმით, აქციის მონაწილეების დასაქმებას მთავრობა ხელს შეუწყობს.

„ჩვენ მათ ალტერნატივა შევთავაზეთ, ბულვარში უსაფრთხოება არის ნომერ პირველი ამოცანა. მე დღესაც ვაპირებ ამ ხალხს შევხვდე. ძალიან ვწუხვარ და განვიცდი, რომ ამ ადამიანების შემოსავლებზე გარკვეული ნეგატიური გავლენა ექნება. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ საქმიანობა გააგრძელონ, თუმცა პირველ რიგში წესრიგი და უსაფრთხოება უნდა გვქონდეს. ალტერნატიული ტერიტორია ამფითეატრიდან ახალი ბულვარის მიმდებარედ არის შეთავაზებული და მე პირადად ვნახე ეს ადგილი და ნაგავსაყრელი არ არის",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილება ხვალიდან იკრძალება. ელექტრომობილების მეპატრონეები კი აქციას აგრძელებენ და მუშაობის ნებართვას ითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა