სერგო რატიანი - ინფრასტრუქტურის პრობლემა „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათია

ინფრასტრუქტურის პრობლემა „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა, პლენარულ სხდომაზე, ჭიათურაში, ოზუგეთსა და მარნეულში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ტრადიციად იქცა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი ტენდერები იშლება.

„მოგეხსენებთ, რომ ამ რაიონებში მიმდინარეობს ადგილობრივი არჩევნები და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები იღებენ მონაწილეობას. ისინი საუბრობენ პრობლემებზე და უნდა ვთქვათ, რომ პრობლემები გარკვეულწილად არის ერთგვაროვანი. ინფრასტრუქტურის პრობლემა ზოგადად სავიზიტო ბარათია „ქართული ოცნების“. მაგალითად დავით ჭუმბურიძე ჭიათურაში საუბრობს იმაზე, რომ 2018 წელს, ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა არის 4 მილიონზე მეტი. აქედან კი, სამ მილიონზე მეტი, არის ინფრასტრუქტურის პროექტები და შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი ჩაშლილი პროექტი ნიშნავს, კონკრეტული ინფასტრუქტურული პროექტების გადადებას და პრობლემების მოუგვარებლობას.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ჭიათურაში ჩაშლილია მილიონნახევარი ღირებულების ტენდერი, რაც სერიოზული პრობლემაა. ასევე, მაგალითად ოზურგეთში უნდა ვთქვათ, რომ აქ განსაკუთრებულად დიდია ეს თანხა. 7 მილიონზე მეტი ვერ დაიხარჯა, ფაქტობრივად, ჩაიშალა ეს ტენდერები და ვერ წარმომიდგენია რას აკეთებენ აქ ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც უნდა ლობირებდნენ იმას, რომ მეტი თანხა მოიზიდონ საკუთარ საარჩევნო ოლქებში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა