დუბაის გამოფენაზე მთიან აჭარაში მოგზაურობით დაინტერესდნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ATM 2019” პოპულარიზაცია გაუწია. მსოფლიოში უმსხვილესი გამოფენის ვიზიტორები აჭარის კუთხესთან მთიან აჭარაში მოგზაურობითა და ეკოტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 150-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ბიზნესის 2500 კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში გამოფენას დაახლოებით 40 000 ვიზიტორი სტუმრობდა.

„არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა მზარდია. გასულ წელს, რეგიონში 11%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რასაც ხელს უწყობს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე პირდაპირი ფრენები დუბაისა და ბათუმს შორის.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაციას 27 ტურისტულ გამოფენაზე უწევს. მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, ლონდონის, ბარსელონას, პეკინის, პარიზისა და მადრიდის გამოფენები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა