თორნიკე რიჟვაძე - კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად სამართლიანი თამაშის წესებით ბიზნესთან ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე,- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟავაძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა საჯარო და კერძო ინტერესების დაცვაზე, ეკონომიკურ აქტივობებზე და ანტიკორუფციული პოლიტიკის გაძლიერებაზე რეგიონში.

მათივე ცნობით, სხდომა გამორჩეული იყო თავისი ფორმატით და მას მუნიციპალიტეტის წარმატებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად სამართლიანი თამაშის წესებით ბიზნესთან ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე. ამავე დროს საჯარო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით იქნას მიღებული გადაწყვეტილებები. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა, შიდა კონტროლი, აუდიტის და მონიტორინგის სამსახურების მუშაობა. ასევე ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო მთავრობის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელვაჩაურში მიმდინარეობს სამრეწველო ზონის დაგეგმარების პროცესი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას მუნიციპალიტეტში.

,,ინიციატივა დაეხმარება მუნიციპალიტეტს იყოს წარმატებული, შეიქმნას მეტი დოვლათი. წლის ბოლოსთვის გვექნება კონკრეტული გაზომვადი შედეგები, რომელშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი და ერთობლივად უნდა შევქმნათ ძალიან წარმატებული ინდუსტრიული ზონა, ყოველივე ეს დაეხმარება მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„გაჟღერდა სასიამოვნო სიახლე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. უახლოეს დღეებში დასრულდება ბათუმში განათლების ქალაქის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის შერჩევის პროცესი. იგეგმება თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას.

ასევე, ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტი განახორციელებს ინვესტიციას. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ ინვესტორი აქტიურად დაიწყებს უნივერსიტეტის, სტუდენტური საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოებს. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის აუცილებელი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. ესენია ხულო-ზარზმის გზა და გაზიფიცირების მეორე ეტაპი. ძალიან მალე შესაბამისი ზედამხედველი კომპანიები უზრუნველყოფენ გაზიფიცირების პროცესის სწორ, ეფექტურ და დროულ დასრულებას და შედეგად მომავალი წლიდან შიდა დაქსელვითი სამუშაოების საფუძველზე ყველა ოჯახს მაღალმთიან აჭარაში მიეწოდება ბუნებრივი აირი.

მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით იგეგმება გარკვეული ღონისძიებების გატარება აჭარის მთავრობის მხრიდან. კერძოდ, შემუშავებულია გეგმა, რომლის თანახმადაც ბავშვებს რომელთაც ტყვიის შემცველობა სისხლში 5 მკგ/დლ-ზე მაღალი დოზით აქვთ, ყველა კვლევის ხარჯს სახელმწიფო დაფარავს და იმოქმედებს სპეციალური ვაუჩერები.დღესვე სხდომაზე განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა