კახის ქართული დრამატული თეატრის დასი დედოფლისწყაროს ესტუმრა

კახის ქართული დრამატული თეატრის დასი დედოფლისწყაროს ეწვია და მაყურებლის წინაშე ლერი შაშიაშვილის სპექტაკლით ,,მამა არსენი“ წარდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დასი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით ესტუმრა.

სტუმრებს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი კაპანაძე, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს წევრი მიხეილ ბახუტაშვილი მიესალმნენ.

წარმოდგენამ დედოფლისწყაროელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა