ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეები შიმშილობას წყვეტენ

ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეები შიმშილობას წყვეტენ. მათ დღეს აჭარის მთავრობის სახლში შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ელექტრომობილების მეპატრონეებმა განაცხადეს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეთანხმება შედგა.

ელექტრომობილების მეპატრონეები ამბობენ, რომ მათ მუშაობის ნებართვა დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის ჩათვლით მიეცათ, რაც მათი განცხადებით, მისაღებია.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ. აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო, რომელსაც ინიციატივით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ელექტრომობილებით გადაადგილებისას დაშავებულ მოქალაქეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის ბულვარში შიმშილობდნენ და მუშაობის ნებართვას ითხოვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა