სილვიო ბერლუსკონი კვლავ საავადმყოფოში რჩება

სილვიო ბერლუსკონი გუშინ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ კვლავ საავადმყოფოში რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური პრესა ავრცელებს.

ყოფილ პრემიერსა და მედია მაგნატს, გუშინ მილანის დროით 7:30 საათზე, სან რაფაელოს საავადმყოფოში ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს.

„მადლობა ყველას გამოხატული თანადგომისთვის. თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ საარჩევნო კამპანიისთვის“, - განცხადება ბერლოსკონიმ თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მედია მაგნატი გუშინ დილით სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი 40 წლის წინ ჩატარებული ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გახდა, რომელმაც ნაწლავი დააზიანა. ამ მომენტში ბერლუსკონი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას სავარაუდოდ, სამ დღეში გაწერენ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო