ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს - თქვენ ებრძვით სასამართლო სისტემას, სადაც არ არის კორუფცია

თქვენ ებრძვით სასამართლო სისტემას, სადაც არ არის კორუფცია, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში უმრავლესობის მიერ წარდგენილ ცვლილებებს არ ეთანხმებიან. ოხანაშვილმა დეპუტატებს კონკრეტული ფაქტების დასახელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღეს არავინ ძალადობს ხალხზე, უკანონოდ არავის იჭერენ და არც უსამართლო სანქციას უფარდებენ.

„თქვენ ებრძვით სასამართლო სისტემას, სადაც არ არის კორუფცია. დაასახელეთ ერთი კორუფციული ფაქტი, რომელია დაფიქსირებული სასამართლო სისტემაში. სად დაიჩაგრა ჩვენი მოქალაქე უსამართლოდ, უკანონოდ? რომელ კორუფციაზეა საუბარი? ერთ ფაქტს ვერ ასახელებთ. დაასახელეთ ის ფაქტი, სად დაიჩაგრა ადამიანი უსამართლოდ, ვის მიესაჯა უსამართლოდ პატიმრობა. სამაგიეროდ მე დაგისახელებთ იმას, რომ დღეს პატიმრობა არ გამოიყენება, ბატონები რომ გვისხედან აქ და დიდი რიხიანი ხმით გვესაუბრებიან სასამართლოზე, ყველას რომ ციხეში უშვებდნენ. პურის მოპარვისთვის რომ ციხეში მიდიოდა არასრულწლოვანი, დღეს ეს არ ხდება. ხდება ის, რომ პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმება სასამართლო სისტემა და ეს საოცრებაა თქვენთვის, მესმის. ამ სასამართლო სისტემას ებრძვით თქვენ. რა გინდათ? - ის, რომ არ ძალადობს ხალხზე, ის, რომ უკანონოდ არ იჭერენ, ის, რომ უსამართლო და უკანონო სანქციას არ უფარდებენ, ის, რომ კორუფციული ფაქტები არ არის, ამას ებრძვით ხალხო. ეს არის თქვენი კონკრეტული პოლიტიკური დამოკიდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოააშკარავეთ ფაქტები და ვიმსჯელოთ კონკრეტულ ფაქტებზე, მაგრამ ასეთი ფაქტები არ გაქვთ. აქედან გამომდინარე, კოლეგებო, თქვენ გსურთ ეს პროცესი დააბრუნოთ პოლიტიკურ ჭრილში. პოლიტიკურ დებატებში თქვენთან არ შემოვალ, თქვენგან ვერ მივიღებ შეფასებას, რომ კორუფციაა სასამართლოში, ვერ ასახელებთ ფაქტს, რომ ვინმეს უსამართლოდ იჭერენ, ვერ უსწორებთ თვალს იმას, რომ სასამართლო არ ეთანხმება პროკურატურას, რაც წარმოუდგენელი იყო. ეს არის მოცემულობა და ამას ებრძვით. ვწუხვარ!“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა