ბათუმის მერია პარკირების ადგილების არამიზნობრივად და თვითნებურად დაკავებისთვის მძღოლებს აფრთხილებს

ბათუმის მერია პარკირების ადგილების არამიზნობრივად და თვითნებურად დაკავებისათვის მძღოლებს აფრთხილებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, მთელი ქალაქის მასშტაბით, მონიტორინგის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანია თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილების ავტომანქანებისაგან გათავისუფლება. კომერციული საქმიანობა პარკირების ადგილებში იკრძალება.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამრღვევი ფიზიკური პირი ადმინისტრაციული წესით 100 ლარის, ხოლო იურიდიული პირი - 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ავტომანქანები, რომელთა იდენტიფიკაცია ვერ მოხდება სარეგისტრაციო ნომრის არქონის გამო, გადაყვანილი იქნებიან საჯარიმო სადგომზე. შედეგად, იმ ავტომანქანების მფლობელებს, რომლებსაც გადახდილი აქვთ პარკირების საფასური, საშუალება ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი პარკირების ადგილებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა