„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კანდიდატი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობს და მათ საჭიროებებს ეცნობა. როგორც კანდიდატი აღნიშნავს, მოსახლეობის საჭიროებები ძირითადად სოციალურ და ყოფით საკითხებს ეხება, რომელთა გადაჭრას ზაურ დარგალი უახლოეს პერიოდში გეგმავს.
ზაურ დარგალი ადგილობრივებს იმ პროექტებს აცნობს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში, წელს ახორციელებს.