უხვმა ნალექმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

უხვმა ნალექმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა. 20-წუთიანმა სტიქიამ ზარალი ვარდისუბანს, კურდღელაურს, შალაურსა და კისისხევს მიაყენა.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, თუმცა ზარალის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

"ამ ეტაპზე ვიცით, რომ დაისეტყვა რამდენიმე სოფელი. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. უხვი ნალექი და სეტყვა იყო თელავშიც“, - განაცხადა მერმა.

იხილეთ ვიდეო: თელავში სეტყვა 20 წუთი გაგრძელდა - კადრები დასეტყვილი ქალაქიდან