რუსთავის ეპარქია ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მრევლს, ხვალ დაგეგმილ აქციაზე მივიდეს.
,,ქალაქ რუსთავის მართლმადიდებელი ეპარქია და მისი მრევლი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის გიორგი ჯავახიშვილის სახელობის ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელი კორპუსების წინ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ობიექტის – ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით, რისთვისაც მოუწოდებს ეკლესიის მრევლს, ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქესა და დაინტერესებულ პირს, მიმდინარე წლის 2 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულში, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, საკუთარი პროტესტის გამოსახატად სოლიდარობისთვის მობრძანდეთ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე", - ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც რუსთავის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.
რუსთავის მოსახლეობის ნაწილი, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორი, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებს. სამოქალაქო აქტივისტების აქცია 2 მაისს, 16:00 საათზე აქვთ დაგეგმილი.