კობა გვენეტაძე - თუ შიდა განვადება თავისი არსით „სესხის მატარებელი“ იქნება, ტექნიკის მაღაზიებს სესხის პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტექნიკის მაღაზიებისა და დეველოპერების მხრიდან შიდა განვადების დანერგვის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, „ტექნო ბუმი“ მიმდინარე თვიდან მომხმარებლისთვის შიდა განვადების შეთავაზებას გეგმავს, რომელშიც კომპანიის დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის თქმით, ბანკი ჩართული არ იქნება . ამგვარი სერვისის დანერგვის მიზეზი, კი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის გამო შემცირებული გაყიდვებია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქვეყნის მთავარი ბანკირი განმარტავს, რომ თუ შიდა განვადება თავისი არსით სესხი ან მასთან გათანაბრებული პროდუქტი იქნება, ამ მიმართულებით არსებული პირობების დაკმაყოფილება მოუწევს.

„თუ ის პროდუქტი, რომელიც იქნება შეთავაზებული თავისი ხასიათით, იქნება სესხის მატარებელი, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ დაკმაყოფილდეს ის პირობები, რაც დღესდღეობით არსებობს სესხებთან დაკავშირებით . ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით , თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა