ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში ოჯახის წევრების მხრიდან შეტყობინება გუშინ შევიდა.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავები სამძებრო სამუშაოებს შეტყობინების შესვლისთანავე აწარმოებენ.

























