„ნაციონალურ მოძრაობაში" ზუგდიდში წევრების მიერ  პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განუცხადა, ზუგდიდში წინასაარჩევნო პროცესი „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის მიერ არის მართული.

„ცუდია, რომ „ქართულ ოცნებას“ დარჩა ბინძური ხერხები ჩვენთვის უცნობი ადამიანების გამოყენებით, მოსყიდვით, დაშინებით შეცვალოს საარჩევნო პროცესი. ზუგდიდში მათ აქვთ სერიოზული პრობლემა და ჯობია, აკეთონ საქმე, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშია“ ამ ბრძოლაში ერთიანია და იბრძვის გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა წითლიძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარტია კოორდინატორებმა ხელფასების გაუცემლობის გამო დატოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა