ბათუმში გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩაზე დაბრუნებას ითხოვენ

ბათუმში გარემოვაჭრეებმა წერეთლის ქუჩაზე დაბრუნება და გარევაჭრობის განახლება სცადეს, რისი საშუალებაც მათ ბათუმის მერიის თანამშრომლებმა და სამართალდამცავებმა არ მისცეს.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორია, სადაც მერიის შეთავაზების საფუძველზე გადავიდნენ, სამუშაოდ არახელსაყრელია, რის გამოც ძველ ადგილას დაბრუნებას ითხოვენ.

„გადაგვიყვანეს ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც საერთოდ არ შემოდის არავინ და ვერ ვყიდით ჩვენს პროდუქციას. ამიტომ მოვითხოვთ, რომ მერიამ ძველ ადგილას დაგვაბრუნოს, რადგან საერთოდ ვერ ვმუშაობთ“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ისინი გარემოვაჭრეებს მუშაობის ნებართვას არ მისცემენ. მერიაში აღნიშნავენ, რომ მათ თავის დროზე შესთავაზეს ალტერნატიული ფართი და იქ გააგრძელონ მუშაობა.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს