ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ქუთაისქალაქობა აღინიშნება. “გვირილობის” აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქუთაისის დალოცვით დაიწყო. საზეიმო პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ გადაიხადა. ქუთაისს ამ დღესთან დაკავშირებით 17 ქვეყნის უცხო ქვეყნის დელეგაცია სტუმრობს.
ქუთაისში გვირილობის აღნიშვნა 1911 წლიდან იღებს სათავეს. გიმნაზიელი გოგონები, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ გვირილებს ჰყიდდნენ და ფულს აგროვებდნენ. ტრადიცია დღემდე გრძელდება და ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, გვირილობა ქუთაისის დღედ დამკვიდრდა და ქალაქში სხვადასხვა კულტურულ-სპორტული ღონისძიებით აღინიშნება.
იხილეთ ვიდეო: ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "გვირილობა" აღინიშნება