თინა ბოკუჩავა გიორგი გახარიას - უნამუსობაა სკოლის დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა იმიტომ, რომ მას არ სურდა სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვა

უსინდისობაა, აქ მჯდომი დეპუტატის პირადი ცხოვრების შესახებ დანაშაულის რეალურად არ გამოძიება, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა. ამასთან, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თავად დარწმუნებულია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები თავად ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის დავალებით გავრცელდა.

„ნადვილად უნამუსობაა სკოლის დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა იმიტომ, რომ მას არ სურდა სალომეს ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვა. დიახ, ნამდვილად უნამუსობაა ახალქალაქის ძალადობაზე ადამიანების არ დასჯა. ბატონი ენზელ მკოიანი, რომელმაც დააორგანიზა აღნიშნული ძალადობა, დღეს დარბაზშია. ეს მისი უნამუსობაა, მაგრამ თქვენი უნამუსობა ბატონო გიორგი არის ის, რომ ერთი ადამიანიც კი არ წასულა ციხეში, მაშინ როდესაც, 40-მა ადამიანმა უმოწყალოდ სცემა ოპოზიციის წარმომადგენლები. უნამუსობაა ნამდვილად, როდესაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს საკუთარ ლოგინში, ოჯახის წინ დახვრეტ, არ გამოიძიებ ამ დანაშუალს და ერთი წლის შემდეგ სპეცრაზმით შევარდები პანკისში. უსინდისობაა, აქ მჯდომი დეპუტატის პირადი ცხოვრების შესახებ დანაშაულის რეალურად არ გამოძიება და მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების დასჯა, რომელთაც ეს კადრები გადაუგზავნეს მეგობრებს ან ნათესავებს. დიახ, თქვენ არ დასაჯეთ პირველწყარო, იმიტომ, რომ ღრმად მრწამს, თქვენ თავად იყავით ჩარეული ამ დანაშაულში და მითითებებს იღებდით ქვეყნის მმართველი ბიძინა ივანიშვილისგან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატმა ისიც დასძინა, რომ უსინდისობაა დავით კირკიტაძის ციხეში ყოფნა მაშინ, როდესაც ადამიანის ცემაში ბრალდებულები: გეგეშიძე, ოთარ ფარცხალაძე და დეპუტატი მკოიანი თავისუფლები არიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა