ახმეტის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს. ქვემო ალვანის, ზემო ალვანის და ლალისყურის მოსახლეობა თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩაქარებას ითხოვს.

ისინი ქვემო ალვანის ცენტრში შეიკრიბნენ და ამბობებ, რომ თუ გზა გვიან გაიხსნება, ტურისტულ სეზონს საფრთხე შექმნება, ამავე დროს ცხვრის თუშეთში გადაყვანა დროულად ვერ მოხდება.

„შესაძლოა, სამუშაოები გრძელდება, თუმცა მაინც ვერ მოესწრება დროულად გახსნა, რაც ზიანს მოგვაყენებს. შარშან ამ დროს ცხვარი უკვე გზაში გვყავდა, ახლა ისევ შირაქშია. ამასთანავე, პრობლემა ექმნება ტურისტულ სეზონსაც. ტურისტები უკვე გამოთქვამენ თუშეთში წასვლის სურვილს, საოჯახო სასტუმროები გვაქვს, მაგრამ გზა არ არის. ეს შეაფერხებს ჩვენს ბიზნესს. მოვითხოვთ, სამუშაოები აქტიურად გაგრძელდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, სოსო ბაბულაიძემ.

აქციის მონაწილეებს შეხვდა მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც განაცხადა, რომ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მოსახლეობის უკამყოფილება უსაფუძვლოა. სოსო ქარუმაშვილის თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზა და ყველა შესაბამისი ტექნიკა ადგილზე მობილიზებულია.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი