პროკრედიტთან პარტნიორობით თბილისში სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა, რომელიც ფიზიკურ მაღაზიას, ციფრულ პლატფორმას, ოფიციალურ სპორტულ პროდუქციასა და სპორტის გარშემო შექმნილ გამოცდილებას აერთიანებს.
Hubs-ის შექმნის იდეის უკან სპორტულ ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება და ბაზარზე დანახული შესაძლებლობა დგას.
კომპანია საქართველოს გარდა სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრებზეც ოპერირებს, როგორც Adidas-ის, Nike-ისა და Macron-ის teamsport წარმომადგენელი. ამ საქმიანობამ გუნდს საშუალება მისცა, კარგად გაეცნო როგორც ინდუსტრია, ისე სხვადასხვა ბაზრის სპეციფიკა და სპორტის მოყვარულების ინტერესები.
სწორედ აქედან გაჩნდა Hubs-ის შექმნის იდეაც.
Hubs-ის კონცეფცია
Hubs-ში სპორტი მხოლოდ პროდუქციის თაროებზე არ გვხვდება. იდეა თავიდანვე უფრო ფართო იყო - ერთ ადგილას გაერთიანებულიყო ოფიციალური სპორტული პროდუქცია, თანამედროვე სავაჭრო გამოცდილება და გარემო, სადაც სპორტის გარშემო ადამიანები, ბრენდები და იდეები შეხვდებოდნენ ერთმანეთს. შედეგად, Hubs-ი გახდა პირველი ფეხბურთის და მულტისპორტის მაღაზია და ი-კომერს პლატფორმა რეგიონში, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს.

დღეს Hubs-ში წარმოდგენილია Adidas Football, Nike Football და Macron, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ქართული სპორტის ოფიციალური პროდუქცია. პროდუქციის გარდა, მოწყობილია შეხვედრებისა და პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი ზონა, სადაც ძირითადად Nike-ისა და Adidas-ის B2B შეხვედრები და პრეზენტაციები გაიმართება. ხოლო Print Lab-ში ოფიციალური მერჩენდაიზის პერსონალიზებაა შესაძლებელი. კომპანია ასევე ფლობს სხვა ფიზიკურ სივრცეს საქართველოში. Macron sports hub Tbilisi იტალიური ბრენდის წარმომადგენლობაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. მაკრონის შოურუმი ასევე მასპინძლობს და ბიზნეს შეხვედრებს წარმართავს B2B პარტნიორებთან რეგიონის მასშტაბით.
E-commerce გამოცდილება რეგიონისთვის
კომპანიის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა e-commerce პლატფორმა hubs.ge, რომლის ხედვაც თავიდანვე რეგიონულია. მიზანია, პლატფორმამ ეტაპობრივად მოიცვას ის ბაზრები, სადაც მსგავსი ფორმატის სპორტული e-commerce პლატფორმა დღეს არ არსებობს და მომხმარებელს დასავლურ პლატფორმებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა - მიწოდების სისწრაფე შესთავაზოს.

პარტნიორობა ბიზნესის განვითარებისთვის
იდეის ბიზნესად ქცევას ხედვასთან ერთად ინვესტიციაც სჭირდება. პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით Hubs-ის ფილიალი თბილისში, პეკინის გამზირისა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის კვეთაზე გაიხსნა. ინვესტიცია მის მოწყობასა და კომპანიის საცალო მიმართულების განვითარებას მოხმარდა.
თბილისში გახსნილიფილიალის შემდეგ, Hubs-ის სამომავლო გეგმები რეგიონის დიდ ქალაქებში გაფართოებასაც მოიცავს. თითოეული ფილიალი საცალო და B2B მიმართულებებს გააერთიანებს - იქნება როგორც სპორტის მოყვარულებისთვის განკუთვნილი სავაჭრო ადგილი, ისე შეხვედრებისა და თანამშრომლობის სივრცე პარტნიორებისთვის.
(R)