გიორგი გახარია ოპოზიციას - მეც მაქვს უფლება, იმას, რაც აქ ხდება, მივცე მორალური და პოლიტიკური შეფასება, ისევე, როგორც თქვენ, ხომ ასეა?

„მეც მაქვს უფლება, იმას, რაც აქ ხდება, მივცე მორალური და პოლიტიკური შეფასება, ისევე, როგორც თქვენ, ხომ ასეა?“ - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს რომან გოცირიძის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.

“ბატონმა რომანმა ჩამოთვალა აქ ხელისუფლების მიერ ჩადენილი უამრავი რამ, მუხთარლი, თემირლან მაჩალიკაშვილი, ია კერზაია, „თიბისი ბანკის“ საქმე, ანაკლიის პროექტი, ჭიდაობის ფედერაცია. უბრალოდ, მინდა, აგიხსნათ, რაც უნდა იცოდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ იცით. ყველა ამ საქმეს აქვს სხვადასხვა ანატომია, და საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არც ერთ ამ საქმეში, გარდა ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარისა, გამოძიებაშიც არ არის ჩართული. გულწრფელად ვამბობ, რომ სამწუხაროდ, ის ტრაგედია, რაც ია კერზაიასთან დაკავშირებით მოხდა, აქ 7-8 ადამიანმა პოლიტიკური მესიჯის სახით, ჩვეულებრივი პროპაგანდისტული სტილით გაიმეორა და ეს არის უდიდესი მორალური პრობლემა. მეც მაქვს უფლება, იმას, რაც აქ ხდება, მივცე მორალური და პოლიტიკური შეფასება, ისევე, როგორც თქვენ, ხომ ასეა? ამაზე პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. კონტექსტი იყო, რომ მაშინ თქვენ მე მითხარით და ბრალი დამდეთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ იწყება და არც დაიწყებაო. გამოძიება დაიწყო. რაც შეეხება გეგეშიძის ნაწილს, აქაც გამოძიება მიმდინარეობს და შედეგებს დაველოდოთ“, - განაცხადა გახარიამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს