გიგა ბოკერია - ჩვენ არ გვქონდა ვეტოს მოლოდინი პრეზიდენტისგან - ვეტო ამ პრეზიდენტს და ივანიშვილს უნდა გამოვუცხადოთ არჩევნებზე

ჩვენ არ გვქონდა ვეტოს მოლოდინი იმ პრეზიდენტისგან, რომელიც ივანიშვილმა მინიმალური თავის ტკივილისთვის გაიყვანა, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე ხელის მოწერას.

ბოკერიას თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან ვეტოს მოლოდინი არავის ჰქონდა, მაგრამ მათ მოწოდებები მაინც გაავრცელეს, რადგან ყველა შესაძლო ინსტრუმენტი უნდა გამოეყენებინათ.

"მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ გვქონდა, მოწოდება კი აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოგვეყენებინა. ჩვენ არ გვქონია მოლოდინი პრეზიდენტის, რომელიც ამ მეთოდებით გაიყვანა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა“, - განაცხადა ბოკერიამ და იქვე დასძინა: „ხატოვნად რომ გითხრათ- ვეტო ამ პრეზიდენტს და ივანიშვილს უნდა გამოვუცხადოთ არჩევნებზე და მშვიდობიანი არჩევნებით შევცვალოთ ესენი".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა