„ენერგო-პრო ჯორჯია“ - საქართველოს რამდენიმე რაიონის ენერგომომარაგების შეზღუდვა ჩვენი კომპანიის  მიზეზით არ მომხდარა

საქართველოს რამდენიმე რაიონის ენერგომომარაგების შეზღუდვა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიზეზით არ მომხდარა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების ნაწილს დაახლოებით 40 წუთია არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ავარია არ მომხდარა, შეაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა, კომპანიის მიზეზით არ მომხდარა. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, - აცხადებენ კომპანიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო