ამბროლაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი შენდება

ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული მოედნის მშენებლობის მესამე რიგის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ დაათვალიერეს.

,,პროექტი მთავარი და დამხმარე მოედნების, ტრიბუნების, სპორტსმენებისთვის გასახდელების, საშხაპეების, განათების, მისასვლელი გზისა და საპარკინგე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს.

სახელშეკრულებო ღირებულება 627 774 ლარს შეადგენს.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება.

ახალი მოედანი ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ამბროლაურის, როგორც სპორტული ქალაქის ფუნქციის გაძლიერებას“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა