ამლევი-ორბეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრი(ამლევის აგარაკები)-ორბეთის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული სარეაბილიტაციო მონაკვეთი, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ გრუნტის საფარით არის წამოდგენილი, გზა ძლიერ დაზიანებულია და სავალ ნაწილზე წარმოქმნილია დიდი ზომის ორმოები, რაც ავტოტარნსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

მათივე ცნობით, არსებული პრობლემის გადასაჭრელად, გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია 9 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.

„კერძოდ, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა, წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივი შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნისა და საგზაო შემოფარგვლის სამუშაოები.კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრი (ამლევის აგარაკები)-ორბეთის გზის რეაბილიტაცია, თეთრიწყაროდან თბილისში მგზავრობის მანძილს დაახლოებით 15 კმ-ით შეამცირებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 200 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის იანვარში დასრულდება“, -აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა