ლევან ბეჟაშვილი - ზუგდიდში კონცენტრირებული იქნება 5000-მდე დამკვირვებელი, რომელიც გააკონტროლებს თითოეულ საარჩევნო უბანს

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებს 5 000-მდე ადამიანი დააკვირდება, მათ შორის 214 კომისიის წევრი, 1500-ზე მეტი - მოხალისე და 1489 - კანდიდატის და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, ზუგდიდში თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იქნება.

„გაერთიანებული ოპოზიცია ამ არჩევნებს არ უყურებს, როგორც რიგითი ქალაქის ხელმძღვანელის არჩევის საკითხს იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე რიგითი არჩევნები. ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს საქართველოს გამარჯვება. ზუგდიდმა უნდა აჩვენოს მთელს საქართველოს, რომ განსხვავებული აზრის, ოპოზიციური აზრის გამარჯვებით შესაძლებელია ქვეყანაში წინსვლის დაწყება. ჩვენ გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ზუგდიდელებს, მთელ საქართველოს მოპარეს ხმები. ზუგდიდში 19 მაისს, კონცენტრირებული იქნება დაახლოებით 5000-მდე დამკვირვებელი, წარმომადგენელი და კომისიის წევრი, რომელიც გააკონტროლებს თითოეულ საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა