საგარეჯოში მოკლული 4 ადამიანის ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, სადაც რამდენიმე საათის წინ ოთხი ადამიანი მოკლეს, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მანქანებით ცხედრებს პროზექტურაში გადაასვენებენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის,ზურა ბერიკაშვილის განცხადებით, დანაშაული ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მოხდა.

„შემთხვევის ადგილზე ვახორციელებთ გამოძიებას. დანაშაული ჩადენილია ოჯახური ძალადობის ნიადაგზე. დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია. ამოღებულია დანაშაულის იარაღი", - განაცხადა ზურა ბერიკაშვილმა.

ფაქტზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 111 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“