საგარეჯოში მეუღლის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში გადმოიყვანეს

საგარეჯოში მეუღლის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადმოიყვანეს.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმის ინფორმაციით, ქალს ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა.

„დილის 10 საათზე შემოიყვანეს ქალი, თავში ცეცხლნასროლი ჭრილობით. იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადაყვანა მოხდა თბილისში. მისი ჯანმრთელობის მდგომარება უკიდურესად მძიმეა“, - განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა ევგენი ნიკოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა