დუშეთში, კობიაანთ დასახლებასთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ქალაქ დუშეთში კობიაანთ დასახლებასთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რომლის გახსნაშიც ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად მონაწილეობა დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მიიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ხიდი 2018 წლის ივნისის ძლიერი წვიმების შედეგად დუშეთის ხევზე მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა და ამის გამო 2019 წლის აპრილამდე ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N1622 განკარგულებით შესაბამისი თანხა გამოიყო, რომლის ფარგლებშიც 15 მ სიგრძის და 9.2 მ სიგანის ხიდი აშენდა.

ხიდზე ტროტუარები, მანქანის სავალი ნაწილი, ხიდის შესასვლელთან - მონოლითური რკინაბეტონის საყრდენი კედლები და დამცავი გაბიონები მოეწყო, ხოლო ხევის კალაპოტში - რკინაბეტონის ფილები და წყალმომცილებელი დამბები გაკეთდა.სამუშაოებს შპს „ზიმო“-ს ასრულებს და მისი ღირებულება 472 515 ლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა