„საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებას - Wings for Life World Run უერთდება

„საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძებას- Wings for Life World Run-ს უკვე მეხუთედ უერთდება.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მათთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, საკუთარი თანამშრომლების გაერთიანება და მოტივაცია იმ საერთო მიზნის გარშემო, რასაც საქველმოქმედო მისია ჰქვია. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ხელშეწყობა.

მისივე ცნობით, სხვადასხვა წლებში „საქართველოს ბანკის“ 300-მდე თანამშრომელმა რბოლაში მონაწილეობით საკუთარი წვლილი უკვე შეიტანა მარათონის ორგანიზებასა და მისი მისისის განხორციელებაში.

„საქართველოს ბანკის“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ზურგის ტვინის დაზიანებათა სამკურნალოდ თანხების მობილიზებას და საქველმოქმედო მისიის განხორციელებას, რათა შევცალოთ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. მჯერა, რომ ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია შევცალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ბანკის 100-მდე თანამშრომელი დიდი ენთუზიაზმით ერთვება აღნიშნულ მარათონში“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება. მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. შემოწირულობის გასაზრდელად თითოეულ კილომეტრსაც მნიშვნელობა აქვს. მარათონიდან შემოსული თანხის 100% მოხმარდება კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. აღნიშნულ მარათონში გასულ წელს მონაწილეობა 200-მდე კომპანიამ მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა