აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ჯაბა ფუტკარაძემ და ტიტე აროშიძემ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსმა ჯემალ ნაკაშიძემ კანონმდებლებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესრულებაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების 2018 წლის გეგმა - 267 666,4 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 288 841,4 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 107,9 %-ია. მომხსენებელთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შარშან 7 %-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, შესაბამისად, გაიზარდა სახელფასო განაკვეთებიც. გარდა ამისა, საგრძნობლადაა მომატებული ადგილზე წარმოებული პროდუქციისა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საინვესტიციო პოლიტიკასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს კანონმდებლების მოსაზრებები და უპასუხეს მათ შეკითხვებს. აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ მომხსენებლებს აქვე გააცნო შენიშვნებიც, რომელთა გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტშია შესაძლებელი.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა