სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილის და სამგზავრო მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. სოფელ დაფნარში „ოპელის" მარკის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი მანქანა აალდა, რის გამოც მგზავრები დაშავდნენ. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია და მოძრაობაც განახლდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა