ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების - პერევისას, სკინდორის, წინსოფელის, ჭილოვანის, კალაურისა და შუქრუთის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას დეტალურად გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. გივი მოდებაძემ პასუხისმგებლობა აიღო, რომ უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სასმელი წყლის სისტემა და უმოკლეს ვადაში დაიგება ახალი საუბნო გზები.

„ჩვენ მივალთ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში, გავიგებთ თითოეული ადამიანის საჭიროებას და ყველა პრობლემას გადავჭრით ძალიან სწრაფად. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და რაც მთავარია, გვაქვს მხარდაჭერა, რომ კიდევ უფრო მაღალი ტემპებით გავაგრძელოთ ჭიათურის განვითარება“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა