გიორგი შენგელია სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გიორგი შენგელიამ სოფელში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას ის პროექტები და გეგმები გააცნო, რომლებსაც მისი მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განახორციელებს.
„დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხდით სოფელ ოქტომბერში ჩასახლებულ დევნილებს, სადაც, 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ნაწილი გაზიფიცირებულია, ნაწილის გაზიფიცირება კი უახლოეს პერიოდში მოხდება. მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. სრულიად უფასოდ მოხდება გაზიფიცირება და ამ დასახლების ყველა დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირით ისარგებლებს.
ასევე, სოფელ ოქტომბერში იგება თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სოფლისთვის. მოსახლხებოასთან მქონდა საუბარი სხვადასხვა საჭიროებაზე. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მოსახლეობას. სტიქიამ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა, ჩვენი მუნიციპალეტის აქტიური ჩართულობით კი პრობლემა ოპერატიულად მოვაგვარეთ“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, ასევე, აფხაზეთის ავტონომიკური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.

























