ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურები გაიწმინდა

თბილისის მერი კახა კალაძე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურების გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც მერმა განმარტა, ცხაურები პერიოდულად ნაშალი მასალით ივსება და გაწმენდას საჭიროებს.

„13 ივნისის სტიქიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც ვერეს ხეობას მონიტორინგს უწევდნენ, დაგვავალდებულეს, რომ მოგვეწყო ე.წ. ნატანდამჭერი ცხაურები. ეს პროექტი განხორციელდა. ამის შემდეგ ჩვენ მუდმივად ვახდენთ დაკვირვებას და როდესაც ცხაურები ივსება ჩამოტანილი მასალით, ისინი იწმინდება. თქვენც ხედავთ, რა რაოდენობის ხე და ტალახია ჩამოტანილი. აუცილებელია, ეს გაიწმინდოს. განსაკუთრებით, გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში უხვი ნალექი მოდის და ყოველმხრივ მომზადებულები უნდა ვიყოთ, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას ამ მიმართულებით. ამ სამუშაოებს ეტაპობრივად ვაწარმოებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, ვერეს ხეობის კალაპოტში დამონტაჟებული ცხაურების გაწმენდის სამუშაოები წელს, შარშანდელთან შედარებით, ადრე დაიწყო და წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ, გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება.

ვერეს ხეობაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს, მერთან ერთად, მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ