07.07.2025 / 08:38
ანაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და პროექტების დასრულების შემდეგ, პატარები კეთილმოწყობილ ბაღებში შეძლებენ სიარულს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობის და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს